spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელსაც აფრენიდან მალევე პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა

“ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელსაც აფრენიდან რამდენიმე წუთში პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა. ბორტს რადიოკავშირის ხარვეზი დაუფიქსირდა, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში საწვავის დასაცლელად თბილისის აეროპორტის თავზე დაფრინავდა, შემდეგ კი, თბილისის აეროპორტში დაბრუნება მოუწია.

“ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები