spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯოშუა ჰაკი – საქართველოს მთავრობამ რისკის ქვეშ დააყენა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა

საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას, რისკის ქვეშ დააყენა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. მან მიიღო არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკმა კონგრესში განაცხადა. 

 

“ეს მოსმენა მიმდინარეობს უაღრესად მნიშვნელოვან დროს როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე საქართველოს მომავალი დემოკრატიისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას, რისკის ქვეშ დააყენა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. მან მიიღო არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ესკალაცია და ასევე დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება და რიტორიკით თავს დაესხა შეერთებულ შტატებსა და ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ საქართველოს ათწლეულების განმავლობაში.

 

28 მაისს მიღებული “უცხოური გავლენის” კანონი განასახიერებს ამ ანტიდემოკრატიულ ცვლილებას. ეს კანონი, რომელიც ასახავს კანონს, რომელიც რუსეთში შევიდა ძალაში, შექმნილია იმისთვის, რომ გააჩუმოს კრიტიკული ხმები და დააშინოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. “ქართული ოცნების”  ხელისუფლებამ მიიღო ეს კანონი, მიუხედავად საზოგადოების მასობრივი პროტესტისა, აშშ-ის წინააღმდეგობისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნისა, რომ კანონი შეუსაბამოა ევროპულ ნორმებთან”, – განაცხადა ჯოშუა ჰაკმა.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები