პარტიის ლიდერებმა უნდა დაასრულონ დეზინფორმაციის გავრცელება აშშ-სა და ევროკავშირზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ საკუთარ ქმედებებს, დააბრუნებენ საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკმა კონგრესში განაცხადა.
“ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ საკუთარ ქმედებებს, დააბრუნებენ საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენ ნათლად ვუთხარით მთავრობას, რომ დემოკრატიული პრინციპებისადმი მისი ერთგულების დემონსტრირების საუკეთესო საშუალებაა – “უცხოურ გავლენებზე” კანონის გაუქმება, სხვა ანტიდემოკრატიული კანონების შეჩერება და წინასაარჩევნო პერიოდისა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად ჩატარება და უზრუნველყოფა. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვუთხარით, რომ პარტიის ლიდერებმა უნდა დაასრულონ დეზინფორმაციის გავრცელება აშშ-სა და ევროკავშირზე.
შეერთებული შტატების მსგავსად, ევროკავშირმა და ევროპელმა პარტნიორებმაც ნათლად განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ბოლო განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დე ფაქტო გაყინვის შესახებ და საქართველოსთვის განკუთვნილი ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ”, – განაცხადა ჯოშუა ჰაკმა.