spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯოზეფ ბორელი – არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ამავდროულად, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები

არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, მათ არავინ მიატოვებს.

 

“არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასოდეს. ასეთი რამ არასდროს არ იქნება ჩემ მიერ მიღებული. ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე. ბავშვი, რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის?! თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ რეკომენდაციების შესრულებაში, აი, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა.

 

ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, გვესმის ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესებში.  ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ არის, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!“- განაცხადა ბორელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები