spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.

 

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

 

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

 

ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

 

ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები