spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯუანშერ ბურჭულაძე – ჩვენ არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის გადაწყვეტილებას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. 

 

“ჩვენ დავკარგეთ 32 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში, გვყავს ასობით დაჭრილი და რომ არ მიგვეღო მისიის დატოვების დროულად გადაწყვეტილება, პრობლემა შეიქმნებოდა”, – აღნიშნა მან. 

 

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა პორტუგალიის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მისიის დატოვებაში გაწეული დახმარებისთვის. 

 

“ბოლო საათები იყო ფაქტიურად, სანამ იქ დაისადგურებდა ანარქია და ჩვენ მოვახერხეთ და დავეხმარეთ მათაც კი, მისიის დატოვებაში. ცენტრალური აფრიკის შემთხვევაში, ევროკავშირის მისიაში ჩვენ 2014 წლიდან ვმონაწილეობთ, წელს იწურებოდა ჩვენი მისიის ვადა, სექტემბერში და ფრანგებმა, რომელიც იყო ხელმძღვანელი ამ მისიის და ჩვენ ფაქტიურად მათი ფრთის ქვეშ ვიყავით, დატოვეს მისია. 

 

გაზრდილი რისკები, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის გადაწყვეტილებას. 

 

ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოჯისტიკური ხარჯების მიმართულებით რამდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენის მხრივ არაგონივრული ნაბიჯი“, – განაცხადა ბურჭულაძემ. 

 

მისი თქმით, რამდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოჯისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები