spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯუანშერ ბურჭულაძე SAAB-ის პრეზიდენტს შეხვდა

შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავს. ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიის, SAAB-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ იოჰანსონს შეხვდა. 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ცნობილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან თავდაცვის მინისტრმა სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებსაც. 

 

შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს და შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები