spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯუანშერ ბურჭულაძემ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებთან ერთად საპარაშუტო ხტომა განახორციელა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საპარაშუტო მომზადების პროგრამას გადის, რომელიც წყალზე დესანტირებას ითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემსამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, წვრთნების ფარგლებში, სამხედროებთან ერთად, ჰაერიდან წყალზე თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომაში მიიღო მონაწილეობა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარაშუტით წყალზე დესანტირებამდე წინამოსამზადებელი პერიოდი გაირა, რაც თეორიულ, პრაქტიკულ და უსაფრთხოების ელემენტებს მოიცავდა. პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი მოდერნიზებული და განახლებული საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიიდან აფრინდა.

 

წვრთნები 21-დღიანია და სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რაც მოიცავს როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე სხვადასხვა სიმაღლიდან პარაშუტით ხტომებს სხვადასხვა რელიეფზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები