spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯულიან სმიტი – მთავარი, რაც ამერიკას და ნატო-ს სურთ, არის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური ქვეყანა

მთავარი, რაც ამერიკას და ნატო-ს სურთ, არის რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური ქვეყანა და რომ ყველამ პატივი სცეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა განაცხადა.

 

“რუსები დიდი ხანია, ავითარებენ ალტერნატიულ ნარატივს მეორე ფრონტის შესახებ, ეს ყალბი ნარატივია და ამას ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა დავუპირისპირდეთ. მთავარი, რაც ამერიკას და ნატო-ს სურთ, არის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური ქვეყანა და რომ ყველამ პატივი სცეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გაერთიანდება და ერთიანი ძალისხმევით უკუაგდებს რუსულ კონტრნარატივს მეორე ფრონტის თაობაზე. სასურველია, ქართველი ხალხი და პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ. სწორედ ეს ერთობაა ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე, მათ შორის რუსული ცრუ ნარატივის მოსაგერიებლად.

 

რუსეთის მცდელობები გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, ძალიან რეალურია. რუსეთი ახლა ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებს, რომ ეს გახლეჩა საზოგადოების შიგნიდან მოხდეს, როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში”, – განაცხადა სმიტმა “მთავარი არხის” გადაცემა Post Factum-თან ინტერვიუში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები