უკრაინაში ომის გაყინვა ყველაზე ცუდი სცენარია. დასავლელი პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული არიან რეალური, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე, – ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა რთული ამოცანაა, რომელიც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვცდილობთ საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტას უკრაინაში და სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ცუდი მშვიდობა შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე საერთოდ მისი არარსებობა. გაყინული კონფლიქტი ყველაზე ცუდი სცენარია. ამიტომ ახლა ღირს ფოკუსირება რეალური, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე”, – განაცხადა დრაგონემ.