spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. მათმა უმრავლესობამ, 60%-მა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი. მათ შორის, კურსდამთავრებულთა 12%-მა მოიპოვა 100%-იანი გრანტი, 15%-მა მიიღო 70%-იანი გრანტი, ხოლო კადეტების 33% დაფინანსდება 50%-იანი გრანტით.

“ლიცეუმის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რასაც ხელს უწყობს სწავლების მაღალი ხარისხი, სასწავლებელში არსებული ჯანსაღი გარემო, მასწავლებლებისა და სერჟანტ-ინსტრუქტორების გუნდური მუშაობა, ასევე, ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზა”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები