spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“კადიროველები” კიევთან მარცხის სერიების და ასობით მებრძოლის დაკარგვის შემდეგ რუსეთში დააბრუნეს

უკრაინაში ყოფნის დროს რუსეთის არმიის ჩეჩენმა სამხედროებმა ასობით მებრძოლი დაკარგეს და 13 მარტს გროზნოში დაბრუნდნენ.

 

ცნობები უკრაინაში რუსული არმიის შემადგენლობაში ჩეჩენი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ომის პირველივე დღეებიდან გავრცელდა. 26 თებერვალს, ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ჩეჩენი  სამხედრო მოსამსახურეები გოსტომელში სამხედრო ნაწილის შენობაზე რუსეთის დროშას კიდებენ.

 

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შეჭრისას დაიღუპა ჩეჩნეთის რუსეთის გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური გენერალი მაგომედ თუშაევი. ეს დაადასტურა ამ ქვედანაყოფის დატყვევებულმა მებრძოლმა. კადიროვის მებრძოლების ჯამურმა დანაკარგებმა 26-დან 28 თებერვლამდე პერიოდში რამდენიმე ასეული მებრძოლი შეადგინა.

 

4 მარტს ბელარუსიიდან ჩერნობილის ზონის გავლით უკრაინაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ჯარების ახალი რაზმი ჩავიდა, დაახლოებით 1200 ადამიანი. მასში შედიოდა სამხედრო ბატალიონები „ჩრდილოეთი“, „სამხრეთი“ და ომონი „ახმატ-გროზნი“. მათ თავიანთი ფორმირების ბანაკი ბოროდიანკას მახლობლად ტყეში მოაწყვეს. უკრაინული დაზვერვის ცნობით, ერთ ღამეს ბანაკში საბრძოლო მასალის ტვირთი ააფეთქეს, მებრძოლების ნაწილი დაიღუპა.

 

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ლუდმილა დენისოვას თქმით, „კადიროველებმა“ კიევის ოლქში, ბოროდიანკაში, ფსიქო-ნევროლოგიური პანსიონი დაიკავეს, სადაც იმ დროს 600 ადამიანი იმყოფებოდა.

 

საბოლოოდ, დაზვერვის მონაცემებით, 13 მარტს გადარჩენილი „კადიროველები“ კიევის რეგიონის ტერიტორიიდან ბელარუსის გავლით გაიყვანეს და შემდეგ საჰაერო გზით გადაიყვანეს ჩეჩნეთში. პერსონალის მძიმე დანაკარგებმა და ამ სამხედრო ფორმირებების დაბალმა ეფექტურობამ რუსეთის სარდლობის მოლოდინი არ გაამართლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები