spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კაია კალასი – ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება

ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას. ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის  გვერდით.

“ჩვენ ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ.

ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას.

ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება”, – წერს კაია კალასი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები