კახა ბენდუქიძის კამპუსის მარშის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მსვლელობით მიემართებიან.
სტუდენტების აქციის ლოზუნგია “გააშუქე სიმართლე”.
იქამდე მარშის მონაწილეები POSTV-სთან და “იმედთან” იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, “პროპაგანდა არის უძლიერესი იარაღი ამ ბრძოლაში, რომლითაც ოლიგარქია წამლავს ხალხს და ამ არხებმა უნდა გააშუქონ სიმართლე”.