spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – აჯანყებების მიზანმიმართულად ამოღება, რა თქმა უნდა, დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის

აჯანყებების მიზანმიმართულად ამოღება, რა თქმა უნდა, დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის, – ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა საგამოცდო საკითხებში არსებულ ცვლილებებზე განაცხადა.

მისივე თქმით, იგავების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან ამოღებაც ავტორიტარების დამახასიათებელი ნიშაა.

“მე ფილოლოგი არ ვარ და არ მაქვს პრეტენზია ამ საკითხების სიღრმისეულად ცოდნაზე, მაგრამ აჯანყებების მიზანმიმართულად ამოღება, რა თქმა უნდა, დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის.

რაც შეეხება იგავებს, ალბათ, არასდროს არ იყო სასიამოვნო მოსასმენი ავტორიტარულ საზოგადოებაში იმიტომ, რომ იგავები ყოველთვის შეიცავს სარკაზმს, ავტორიტეტების ნგრევას და გარკვეულ ნიჰილიზმსაც ავტორიტეტების მიმართ. ავტორიტარული საზოგადოებისთვის კი მიუღებელია მსგავსი რამ.

რაც შეეხება აჯანყებებს, ეს ძალიან ბუნებრივია იმიტომ, რომ ავტორიტარული საზოგადოება მიისწრაფვის იქითკენ, რომ ადამიანს შთააგონოს, აუცილებელია მორჩილება და ყველაფერთან შეგუება. აჯანყება კი თავისუფალი სულის გამოვლენაა, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამის ამოღება ამ კუთხით, ლოგიკურია”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებებია. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში სრულად ამოღებულია იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამოღებულია ნაწილი, მათ შორის “პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი”.  აღნიშნულს განათლების სამინისტრო პასუხობს და აცხადებს, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოები არ არის ამოღებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები