spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახა გოგოლაშვილი – ამ სამი პირობის შესრულების გარეშე, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გამოაცხადოს სრული ბოიკოტი და ამას უფრო მეტი მორალური ძალა ექნება

სამი რამაა მნიშვნელოვანი – საარჩევნო გარემოს შეცვლა, კანონების უკან წაღება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება უპირობოდ, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიციამ სრული ბოიკოტი უნდა გამოაცხადოს.

“სამი რამაა მნიშვნელოვანი – საარჩევნო გარემოს შეცვლა, კანონების უკან წაღება, რამაც დემოკრატია უკან დახია და მესამე – პოლიტიკური პატიმრების გამოშვება უპირობოდ. ამ სამი პირობის შესრულების გარეშე, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გამოაცხადოს სრული ბოიკოტი და ამას უფრო მეტი მორალური ძალა ექნება.

“ოცნება” არ წავა ოპოზიციასთან არანაირ პირობებზე და დათქმებზე.

რაც შეეხება არჩევნებს, ეს რომ არალეგიტიმურია, ეს უნდა დარჩეს პროტესტის თემად.  ეს პროტესტი მიმართულია ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები