spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახა გოგოლაშვილი – არ მგონია, რომ აშშ გადაკეთდეს სხვა სახელმწიფოდ, მაგრამ ევროკავშირის როლი გაიზრდება

მე მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასე მარტივად არ დატოვებს დემოკრატიულ სამყაროს, –  ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად ევროკავშირის როლი იზრდება.

“მე მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასე მარტივად არ დატოვებს დემოკრატიულ სამყაროს იმიტომ, რომ ერთია რას წარმოადგენს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, მაგრამ მჯერა, რომ შეერთებული შტატების კონგრესი და სენატი მაინც რჩება დემოკრატიულ ინსტიტუტებად და რჩება აშშ-ის მისიის ერთგული, რაც მდგომარეობს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერაში და მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც წარმოადგენს მათ ინტერესს.

არ მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადაკეთდეს სხვა სახელმწიფოდ, მაგრამ ევროკავშირის როლი გაიზრდება იმიტომ, რომ ევროკავშირმა გამოიღვიძა და ეს იწყება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს განვითარებით”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები