მე არ მინდა არავის იდეალიზება და იმის თქმა, რომ ტრამპის პოლიტიკა იქნება ყოველთვის სამართლიანი ყველას მიმართ, მათ შორის რეგიონის მიმართ, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დიდი ინფორმაციაა გასული იმის შესახებ თუ როგორი დემოკრატიული უკუსვლაა ქვეყანაში, დონალდ ტრამპისთვის ივანიშვილთან სიახლოვე არ იქნება მოგებიანი.
“მე არ მინდა არავის იდეალიზება და იმის თქმა, რომ ტრამპის პოლიტიკა იქნება ყოველთვის სამართლიანი ყველას მიმართ, მათ შორის რეგიონის მიმართ.
საქართველო არის ძალიან შორს ამერიკის შეერთებული შტატებისგან და თუ გარკვეული მიმართულებებით დონალდ ტრამპი ძალიან ეძებს იდეოლოგიურ პარტნიორებს, ეჭვი მეპარება, რომ ეს მოხდეს საქართველოსთან მიმართებით და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც დიდი ინფორმაციაა გასული იმის შესახებ თუ როგორი დემოკრატიული უკუსვლაა, როგორ ხდება ადამიანების წამებამდე მისული საქმეები, ამასთან სიახლოვე არის ტოქსიკური და ტრამპს ისიც ეყოფა, რომ პუტინს აქებს იმისთვის, რომ კონკრეტული მიზანი აქვს იქ”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.