spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავება ელჩზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია იმ პოლიტიკაზე, რომელიც თბილისში იწარმოება

აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავება ელჩზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია  იმ პოლიტიკაზე,  რომელიც აქ, თბილისში იწარმოება, – ამის შესახებ Front News-ს  „რონდელის ფონდის“  მკლვლევარმა კახა გოგოლაშვილმა  განუცხადა. 

 

მისი თქმით, ძნელია საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ისეთი კადრის დანიშვნა შეაფასო, რომლის გამოცდილება ამ მიმართულებით უცნობია. 

 

“ახალი მინისტრის დიპლომატიურ საქმიანობას არ ვიცნობ  და ვერ შევაფასებ. გასაგებია, რომ პრემიერი ნიშნავს მისთვის სანდო კადრს,  მაგრამ  ძნელია, აქ რამე კომენტარის გაკეთება… 

 

რაც შეეხება დავით ზალკალიანს,  გამოცდილი დიპლომატია და ისეთ  სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, როგორიც აშშ-ა, იქ ელჩად  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დანიშვნა პოლიტიკურად, ალბათ, გამართლებულია.  ამით ხაზგასმა ხდება იმისა, რომ ყველაზე მაღალი დონის დიპლომატი ინიშნება, თუმცა გამიჭირდება იმის დაჯერება, რაც უნდა გამოცდილი დიპლომატი იყოს  ზალკალიანი,  შეძლებს  რაღაც რეალურად შეცვალოს. ყველაფერი იცვლება აქ თბილისში.  აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავება ელჩზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია  იმ პოლიტიკაზე, რომელიც იწარმოება აქ, თბილისში“, – განაცხადა გოგოლაშვილმა. 

 

პრემიერის გადაწყვეტილებით, საგარეო ყოფილი მინისტრმა  დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა,  ის საქმიანობას აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს. მინისტრის პოსტზე კი პრემიერის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი  ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, მის დიპლომატიური კარიერა მხოლოდ პოლონეთში საქართველოს ელჩის პოსტზე 4-წლიან  საქმიანობას მოიცავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები