spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – დიპლომატია იმუშავებს უახლოეს მომავალში და სრულ იზოლაციაში მოაქცევენ რუსეთს

რუსეთს 300 ათასი ადამიანის  მობილიზება ძალიან გაუჭირდება,  – ამის შესახებ  Front News-ს  “ევროპული კვლევის ცენტრის” დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.   

 

მისი თქმით, პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია ომის ბედს ვერ შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვნად გაურთულებს საქმეს უკრაინელებს. 

 

“რუსეთს 300 ათასი ადამიანის  მობილიზება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ 50 ათასი შეიძლება დაემატოს უკრაინის ფრონტს და ეს უკრაინელებს გარკვეულწილად გაურთულებს საქმეს. სამაგიეროდ, დასავლეთის დახმარება გახდება კიდევ უფრო ქმედითი.  გადაწყვეტილებების მიღება მოხდება უფრო სწრაფად. უკრაინას მიაწვდიან  უფრო მეტ შეიარაღებას,  ამუნიციას, ფინანსურს დახმარებას და ა.შ. 

 

სამხედრო თვალსაზრისით,  ეს მობილიზაცია რუსეთს გამარჯვების შანსს არ მისცემს, მაგრამ შეიძლება ცოტა გაწელოს დამარცხების პროცესი“, – განაცხადა გოგოლაშვილმა. 

 

რაც შეხება რუსეთში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს,  გოგოლაშვილის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია ეს რევოლუციაში გადაიზარდოს.  

 

“ძნელი სათქმელია, რომ საპროტესტო გამოსვლები რუსეთში  რაიმე პროცესებს  დააჩქარებს. იმათაც შესწავლილი ჰყავთ თავისი ხალხი, იციან, რომ მოსახლეობის უმეტესობა დაშინებულია. პირველი რეაქცია არის ის, რომ გარბიან, მისცეს კიდეც საშუალება, რომ გაქცეულიყვნენ. ნაწილს დააკავებენ, საბოლოო ჯამში,  მგონია, რომ რევოლუცია რუსეთში ასე მარტივად ვერ მოხდება. ისეთი კანონები მიიღეს, რომ ნებისმიერი პროტესტის გამოხატვისთვის ადამიანს იჭერენ. ძალიან ძლიერი რეპრესიული აპარატია ამუშავებული, ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ ახლა რუსეთში სტიქიური რევოლუცია მოხდეს”, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

 

მისი თქმით, გამოსავალი რუსეთის სრულ იზოლაციაში მოქცევაა.  

 

“გარედან ზეწოლა თუ მოახდენს გავლენას რუსეთზე, არა მხოლოდ დასავლეთი, ჩინეთიც, ინდოეთიც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. მე მგონია,  დიპლომატია იმუშავებს უახლოეს მომავალში და სრულ იზოლაციაში მოაქცევენ რუსეთს“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები