ეს იმას აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან უჭირს, რაიმეზე მიიქციოს ამომრჩევლის ყურადღება. ასეთი სკანდალებით ცდილობენ ამომრჩევლის ყურადღების მიქცევას, – ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” საკუთარი ამომრჩევლის მოზიდვას ამ ხერხითაც ცდილობს.
“ეს იმას აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან უჭირს, რაიმეზე მიიქციოს ამომრჩევლის ყურადღება. პრაქტიკულად, საგარეო ურთიერთობებში სრული კრახია, ქვეყნის შიგნით კი, რეალურად, არაფერი არ ხდება. მათ არანაირი დაპირება არ აქვთ, რომ რაღაც შეიცვლება, განვითარდება. ამიტომ, ასეთი სკანდალებით ცდილობენ ამომრჩევლის ყურადღების მიქცევას და ის ამომრჩეველი, რომელიც მათ უსმენთ და მიჰყვებათ, მათი ზედმეტად გამაგრებაა, მეტი არაფერი.
შეუძლებელია ეს მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი საქმე აქვს უკვე “რუსულ კანონზე” და ამაზე რეაგირებაც არ ჰქონია და ახლა ამას ამატებენ და ამ საკითხზე უცებ უნდა გამოიტანოს სასამართლო განაჩენი?!
მე მგონია, რომ “ოცნება” ვერ პოულობს სერიოზულ თემებს, რომელზეც შეიძლება, ყურადღება გაამახვილოს” , – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი”.