ეს ვიზიტები არ ემსახურება “ქართულ ოცნებასთან” საქმის გარჩევას. აქ საუბარია იმაზე, რომ ესენი აჩვენებენ, რომ ქართველებს უჭერენ მხარს. “ქართული ოცნების” ლიდერები რას განაცხადებენ, უკვე უინტერესოა, – ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში ყველაზე მინიმალური ამოცანა არჩევნების პროცესებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა.
“არსებობს ყველაზე მინიმალური ამოცანა – ჩატარდეს ობიექტური გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და დადგინდეს რეალობა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები. საბოლოო ჯამში კი უფრო ფართო ამოცანაა, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ევროპული ინტეგრაციის კურსი, შეინარჩუნოს დემოკრატიის განვითარების გზა, არ გადაუხვიოს და არ გადავიდეს ავტორიტარულ პირობებში.
ეს ვიზიტები არ ემსახურება “ქართულ ოცნებასთან” საქმის გარჩევას. აქ საუბარია იმაზე, რომ ესენი აჩვენებენ, რომ ქართველებს უჭერენ მხარს. “ქართული ოცნების” ლიდერები რას განაცხადებენ, უკვე უინტერესოა. ისინი აღარ ერიდებიან ეთიკის დაცვასაც კი”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თბილისში ვიზიტით ევროკავშირის 8 ქვეყნის ლიდერი იმყოფება. ისინი უკვე შეხვდნენ პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს. საღამოს კი აქციას შეუერთდებიან.