მსოფლიოში ავტორიტარიზმი მატულობს და ბევრი ქვეყანა, რომელიც ადრე ითვლებოდა შედარებით რბილი ავტორიტარიზმის მქონე ქვეყნად, ახლა სულ უფრო და უფრო ხისტი ხდება, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი არ იქნება ტოლერანტული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დარღვევის მიმართ.
“მსოფლიოში ავტორიტარიზმი მატულობს და ბევრი ქვეყანა, რომელიც ადრე ითვლებოდა შედარებით რბილი ავტორიტარიზმის მქონე ქვეყნად, ახლა სულ უფრო და უფრო ხისტი ხდება, მეტად ირღვევა ადამიანის უფლებები და პრაქტიკულად, გამოდის, რომ ევროკავშირის ეს რბილი მექანიზმი უვიზო მიმოსვლის, რომელიც 61 ქვეყანაზე ვრცელდება გამოიყენება ამ რეჟიმების მიერ თავისი პოზიციების გასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი საერთოდ შემუშავებულია იმისთვის, რომ ევროკავშირის მიმართ გაზარდოს გრავიტაცია. ასე ხდება საქართველოშიც.
აუცილებელია, ევროკავშირმა ხაზი გაუსვას, რომ ის რბილი ინსტრუმენტი, რომელსაც იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანას პრივილეგია მიანიჭოს და მათ მოსახლეობას დამატებითი შესაძლებლობები გაუჩინოს, იქვე უნდა გაიგოს მოსახლეობამაც, რომ ევროკავშირი არ იქნება ტოლერანტული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დარღვევის მიმართ”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.