spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – გამორიცხული არ არის, პუტინი და მისი გარემოცვა მსოფლიოს დასაშანტაჟებლად უკიდურეს ზომებზე წავიდნენ და ბირთვული იარაღი გამოიყენონ

გამორიცხული არ არის, პუტინი და მისი გარემოცვა მსოფლიოს დასაშანტაჟებლად უკიდურეს ზომებზე წავიდნენ და ბირთვული იარაღი გამოიყენონ, – ამის შესახებ Front News-ს “ევროპული კვლევის ცენტრის” დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით,  ამ შემთხვევაში ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერთვებიან ომში. 

 

“პუტინის გადაწყვეტილებები არაპროგნოზირებადია, ნებისმიერ შემთხვევაში, მას უკვე ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაულებები, რომ თუ ომი წააგო, ალბათ, ცოცხალი ვერ გადაურჩება ამ ამბავს. ასე რომ, გამორიცხული არ არის ის და მისი გარემოცვა მსოფლიოს დასაშანტაჟებლად უკიდურეს ზომებზე წავიდნენ და ბირთვული იარაღი გამოიყენონ, ეს შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში,   უმეტესობა ვერ ხედავს იმის საშიშროებას,  რომ გამოყენებული იქნას სტარატეგიული ბირთვული იარაღი, მაგრამ ტაქტიკული იარაღის გამოყენებაც კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინას, პირველ რიგში და დიდი რისკის წინაშე დააყენებს მთელ მსოფლიოს.  

 

ამაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. ამ შემთხვევაში ნატო და შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერთვებიან ომში. ეს  არაფერს კარგს  არ უქადის რუსეთს საბოლოო ჯამში და არც ვლადიმერ პუტინს“, – განაცხადა გოგოლაშვილმა. 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  პუტინი სწორედ  მისმა გარემოცვამ შეაჩეროს.  

 

“არ არის გამორიცხული, მის გარემოცვაში ადამიანებმა, სამხედროებმა, დაზვერვის, საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერონ პუტინი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან.  ამის იმედზე შეიძლება ვიყოთ უფრო, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამის. ყოველ შემთხვევაში, თუ ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდა, მილიონობით მსხვერპლზე იქნება საუბარი.

 

მეორეს მხრივ, ამ შანტაჟის წინაშე უკრაინა ვერ დაიხევს უკან და ვერ დაუთმობს იმ ტერიტორიებს, რომელიც მას წაართვა რუსეთმა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები