spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – ყირიმის ხიდის აფეთქებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ლოჯისტიკის, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც

ყირიმის ხიდის აფეთქებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ლოჯისტიკის,  ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ეს პირდაპირ ურტყამს რუსეთის პრესტიჟს,  – ამის შესახებ Front News-ს  “ევროპული კვლევის ცენტრის” დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.   

 

მისი თქმით, ყირიმის ხიდის ბლოკირება მნიშვნელოვნად შეამცირების რუსეთის ჯარის მომარაგებას.  

 

“ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა სამხრეთის ფრონტზე მიმდინარე პროცესებისთვის. ხერსონის გასათავისუფლებლად მიმდინარე ოპერაციისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყირიმის ხიდის ბლოკირება. 

 

სამანქანო გზა ჩანგრეულია, როგორც ვხედავთ, რაც შეეხება სარკინიგზო გზას, საჭიროებს  შეკეთებას. ეს ერთმნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის ჯარების მომარაგების შესაძლებლობას ყირიმსა და მთლიანად სამხრეთის რეგიონში“, – განაცხადა გოგოლაშვილმა. 

 

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს პუტინის იუბილეზე მოხდა.

 

“ამ ფაქტს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, ეს მოხდა პუტინის დაბადების დღეზე. რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყირიმის ხიდს. რა თქმა უნდა, ეს დიდი ზიანი არის რუსეთის პრესტიჟისთვისაც. ეს ასევე ურტყამს, ალბათ, რუსეთის შიდა სტაბილურობას. როდესაც დაინახავენ, რომ ყირიმის ხიდსაც კი წვდებიან უკრაინელები, ეს კიდევ უფრო შეარყევს რუსეთის უძლეველობის მითს. ეს სარაკეტო დარტყმა არ ყოფილა, მაგრამ სხვა შესაძლებლობებით, ამ შემთხვევაში დივერსიული აქტის საშუალებით, უკრაინელები  მაინც მიწვდნენ ყირიმის ხიდს. ეს აჩენს განცდას, რომ შეტევებისგან დაცული არც რუსეთის  ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.  

 

ყირიმის ხიდზე, რომლითაც ანექსირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ჩანგრეულია ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთიც.

 

ყირიმის ხიდი 19-კილომეტრიანია. ის პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს გაიხსნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები