spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – საბოლოოდ, ხალხი ვეღარ ტყუვდება, საზოგადოებამ დაინახა რეალობა

ეს გაყალბებული არჩევნები იყო ძალიან კარგად დაფარული, ეს ყველაფერი იყო გააზრებული, მომზადებული, ნავარჯიშები, გაწვრთნილი პროცესი, იმისთვის, რომ დაეფარათ და დაემალათ ეს ყოველივე, თუმცა, ვერ დაფარეს და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ამოდის ზედაპირზე, – ამის შესახებ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგჯერ კობახიძე ისეთი სახით აკეთებს განცხადებებს, რომ შეიძლება, ადამიანმა დაიჯერო და იფიქრო, რომ შეუძლებელია ეს კაცი ტყუილს ამბობდეს.

“ეს გაყალბებული არჩევნები იყო ძალიან კარგად დაფარული, ეს ყველაფერი იყო გააზრებული, მომზადებული, ნავარჯიშები, გაწვრთნილი პროცესი, იმისთვის, რომ დაეფარათ და დაემალათ ეს ყოველივე, თუმცა, ვერ დაფარეს და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ამოდის ზედაპირზე. ამ ყველაფერს ორი მხრიდან აქვს რეაგირება – ეს არის ხალხი და ხალხიც მეტად და მეტად მობილიზდება, რადგან ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რეგიონებში, სოფლებში გამოდიან და აქციებს მართავენ, აქამდე თუ უბრალოდ შოკში იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა, ახლა გონს მოეგო საზოგადოებამ. მეორე ის არის, რომ ზოგჯერ კობახიძე ისეთი სახით აკეთებს განცხადებებს, რომ შეიძლება, ადამიანმა დაიჯერო და იფიქრო, რომ შეუძლებელია ეს კაცი ტყუილს ამბობდეს. საბოლოოდ, ხალხი ვეღარ ტყუვდება, საზოგადოებამ დაინახა რეალობა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები