spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – საქართველო დარჩება ევროპის საბჭოს წევრად, მაგრამ ეს ნომინალური წევრობაა

საქართველო დარჩება ევროპის საბჭოს წევრად, მაგრამ ეს ნომინალური წევრობაა, არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს მუშაობაში, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უფრო უნდოდათ მათ, ვიდრე ვალდებულებების დაკისრება.

“ოცნებას” ერჩივნა, რომ საერთოდ არ ეცნო PACE-ს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ამ შემთხვევაში, მათ არანაირი ვალდებულებები არ ექნებოდათ შესასრულებელი. ასე არის აზერბაიჯანის დელეგაციაც და მას შემდეგ აზერბაიჯანს არც მოუთხოვია უფლებამოსილების აღდგენით იმიტომ, რომ ძალიან კომფორტულად გრძნობს იქ თავს რეჟიმი.

საქართველო დარჩება ევროპის საბჭოს წევრად, მაგრამ ეს ნომინალური წევრობაა, არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს მუშაობაში. ეს უფრო უნდოდათ მათ, ვიდრე ვალდებულებების დაკისრება. თუმცა, ის რეალობა, რომ დროებით მაინც მიანიჭეს უფლებამოსილება ამ დელეგაციას, შეეძლო გამოეყენებინა “ოცნებას”, რომ ჩვენს დელეგაციას მიანიჭეს უფლებამოსილება და გავიმარჯვეთო. ვერ გაასაღეს გამარჯვებად”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები