spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ვეღარ და არ აკონტროლებენ ქვეყანას

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება“ თავს ვეღარ აკონტროლებს და სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

როგორც მან Front News-ს განუცხადა, სათავეში უნდა მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხალხის ნდობა ექნებათ და შეძლებენ ვითარების კონტროლს.

“გახარიაზე თავდასხმა არის  ბანდიტური, ეს პოლიტიკა აღარ არის, როგორც ჩანს, ნერვები აქვთ ძალიან დაძაბული და ქოცი პოლიტიკოსები თავს ვერანაირ კონტროლს ვეღარ  უწევენ. ყველაზე უფრო დასანანი ის არის, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა რომ არანაირი სამართალი არ არსებობს ქვეყანაში. როცა ამხელა რანგის პოლიტიკოს ესხმი თავს და შეიძლება ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვეს, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, რომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ვეღარ და არ აკონტროლებენ ქვეყანას. ამიტომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც სამართლიანია, რომელსაც შეუძლია კონტროლი და ხალხი ენდობა“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები