spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – შეზღუდვა უწესდება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და არა თავად პასპორტებს

შეზღუდვა უწესდება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და არა თავად პასპორტებს, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა დიპლომატიური პასპორტის მქონე პირების შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შეზღუდვები არა თუ დასჯა, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალია.

“შეზღუდვა უწესდება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და არა თავად პასპორტებს. პასპორტი და  მისი ფერი, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია. ასეთ შემთხვევაში მათ აბსოლუტურად არ ექნებათ სხვა შესაძლებლობა, თუ არა ვიზის აღება.

წითელი პასპორტით რომ მიადგნენ რომელიმე ქვეყნის საზღვარს, მათ იმ წუთში მოძებნიან და ნახავენ,  რომ მათ შეზღუდვა აქვთ დაწესებული, როგორც დიპლომატიური პასპორტის მფლობელს. არსებობს უკვე კონკრეტული ადამიანების სია და გადაცემული აქვთ მათ, ვინც არ უნდა შეუშვან.

ეს არ არის უბრალოდ ვინმეს დასჯა, ეს არის ძლიერი სიგნალი. ამით მოსახლეობას აჩვენებენ, რომ თქვენს ხელისუფლებას მიჰყავხართ არასწორი მიმართულებით”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები