spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – სომხეთი გამოვიდა რუსეთის გავლენიდან, ამერიკას კი აქვს სტრატეგიული ინტერესები კავკასიაში, ამიტომ მიდის ახლა ეს პროცესი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, აშშ-ს კავკასიისადმი ინტერესი არ გაქრობია და სწორედ ამიტომ გააფორმა სტრატეგიული ხელშეკრულება სომხეთთან.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ახალი არჩევნების მერე საქართველოს და აშშ-ს შორის მოხდება ურთიერთობის გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.

“სომხეთი გამოვიდა რუსეთის გავლენიდან, ამერიკას კი აქვს სტრატეგიული ინტერესები კავკასიაში, ამიტომ მიდის ახლა ეს პროცესი. რადგანაც საქართველო აღარ არის სტრატეგიული პარტნიორი ის ეძებს ახალ პარტნიორს, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს. ასევე, ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ სომხეთს ჰყავს საკმაოდ მნიშვნელოვანი ლობი შეერთებულ შტატებში, რომლებიც როგორც ჩანს, ლობირებენ ამ საკითხს. ჩვენ კი არც ევროპაში და არც ამერიკაში არანაირი ლობი არ გვქონდა, მაგრამ მივაღწიეთ ამდენს.

წარმოიდგინეთ, რა პოტენციალი აქვს საქართველოს და როგორ გაანიავა ამ ხელისუფლებამ. ესეც კიდევ ერთი დამადასტურებელია, რომ “ოცნებას“ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ვერ მართავენ და საჭიროა ახალი არჩევნები, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა წაიყვანოს სწორი მიმართულებით და გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ“, – განუცხადა Front News-ს გოგოლაშვილმა.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გასული წლის ბოლოს შეაჩერა. გუშინ კი სომხეთთან გააფორმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები