spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლოა, დააჩქარონ, საქართველოს და მოლდოვას კი მოგვიანებით უთხრან პასუხი

უკრაინისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შესაძლოა, დააჩქარონ, საქართველოს და მოლდოვას კი მოგვიანებით უთხრან პასუხი, –  ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსესუსი უფრო მაღალია. 

 

“ახლა უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილია უნიკალური სიტუაცია, შესაძლოა, ასე ახლოს მსოფლიო ომთან, თანაც  ბირთვულ ომთან  მსოფლიო არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული,  რომ უკრაინისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დააჩქარონ, თუმცა არა წევრობა. წევრობის დაჩქარება შეუძლებელია ისეთი ქვეყნისათვის,  როგორიც უკრაინაა, 

 

განაცხადის შემდეგ განხილვას და შემდეგ კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებას სჭირდება 9-დან 15 თვემდე, მაგრამ, შესაძლოა,  უკრაინის შემთხვევაში დააჩქარონ და კანდიდატი წევრის სტატუსი უფრო მალე მიანიჭონ. 

 

ის,  რომ საქართველოს,  უკრაინისა და მოლდოვას განაცხადი ერთდროულად შევიდა, როგორც კი ევროპის საბჭო შეიკრიბება განსახილველად, რა თქმა უნდა, განიხილავენ საქართველოს საკითხსაც და  დაავალებენ ევროკომიას დაიწყონ დასკვნის მომზადება. ამ დასკვნის მომზადებას უნდა მნიშვნელოვანი დრო.  შესაძლოა,  უკრაინის შემთხვევაში ეს დასკვნა უფრო სწრაფად გაკეთდეს, საქართველოს და მოლდოვას, ალბათ, ცოტა მოგვიანებით ეტყვიან პასუხს“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 

 

ბრიუსელში 7 მარტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ბლოკში გაწევრიანების თაობაზე განიხილეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები