spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – ვშიშობ, რაიმე პროვოკაციას არ ამზადებდნენ

ვშიშობ, რაიმე პროვოკაციას არ ამზადებდნენ, – ამის შესახებ Front News-ს “რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის რუსეთთან გაერთიანების შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას  განუცხადა. 

 

მისი თქმით, ეს  განცხადება  რეფერენდუმთან დაკავშირებით  საეჭვოდ დაემთხვა უკრაინაში წასული სამხედრო კონტიგენტის ნაწილის  უკან დაბრუნებას. 

“ეს ძალიან შემაშფოთებელი საკითხია, არა მხოლოდ იმიტომ,  რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი გაერთიანდება ჩრდილოეთ ოსეთთან, ჩვენთვის ყველა ვარიანტში ძნელი იქნება დაბრუნება, გინდ გაერთიანდეს და გინდა არა, მაინც მთლიანად  რუსეთის  კონტროლის ქვეშაა, მაინც უნდა დაველოდოთ რუსეთის დეინტეგრაციას, დანგრევას, რომ ჩვენ შემდეგ დავიბრუნოთ ნებისმიერი ხერხით ის ჩვენი ძირძველი ტერიტორია.  

ის,  რომ უკრაინაში წასული სამხედროების ნაწილი ნაჩქარევად  დააბრუნეს უკან,  ძალიან ცუდად ემთხვევა რეფერენდუმის ჩატარების განცხადებას.  ეჭვი მეპარება,  რომ თვითონ დაბრუნებულიყვნენ, თუ არ იქნებოდა რუსების გადაწყვეტილება, რომ ისინი აქ არიან საჭირო. ვშიშობ, რაიმე პროვოკაციას არ ამზადებდნენ, ზუსტად ასევე დაიწყეს უკრაინაში ომი – ჯერ მოხდა ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამას მოაყოლეს უკრაინაში შეჭრა თითქოს ლუგანსკისა და დონეცკის დასაცავად. ახლა რომ შეიერთონ ეს ტერიტორია რუსებმა და შემდეგ თქვან,  უნდა დავიცვათ“ , – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 

მისივე თქმით, რუსეთს პროვოკაციების მოწყობა არ უჭირს. 

“რეფერენდუნს ჩაატარებენ და იტყვიან,  – აი,  საქართველოში არ მოეწონათ. რაღაცას მოაწყობენ სამხრეთ ოსეთის გამშვებ პუნქტთან და იტყვიან, ნახეთ,  ქართველები უკმაყოფილოები არიან და უნდათ სამხრეთ ოსეთის ძალით დაბრუნება და ჩვენ უნდა დავიცვათ სამხრეთ ოსეთი“ , – განაცხადა გოგოლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები