კახა იმნაძეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
იმნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გაერო-ში გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა.
“დავასრულე ჩემი მოღვაწეობა გაერო-ში. მოხარული ვარ, რომ ვიგრძენი ასეთი სითბო ჩემი კოლეგებისგან, ბევრი მათგანი გახდა ჩემი ახლო მეგობარი.
ის დაფასება, რომელიც მე ვიგრძენი ჩემი კოლეგებისგან, არის უდიდესი პატივი ჩემთვის.
მადლობა #IAPR-ს ჩემი გამოსამშვიდობებელი საღამოსთვის“, – წერს იმნაძე “ტვიტერზე“.
კახა იმნაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხელახლა 2018 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა.
ცოტა ხნის წინ მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება რამდენიმე ელჩის, მათ შორის კახა იმნაძის დანიშვნის საკითხს.
“პრეზიდენტისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთავაზებულ იქნა სამი გადაწყვეტილება. ერთი ეს იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა უარი, გაუგებარია მიზეზი და იყო მოქმედი, მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის გადასვლა კანადაში, ამაზეც ითქვა უარი. ეს იყო იმნაძის გათავისუფლება ვადამდე, თუმცა ტექნიკური საკითხი, ივნისში ისედაც ეწურება ბატონ იმნაძეს უფლებამოსილების ვადა. უარი ითქვა ამ სამ შეთავაზებაზე – იმნაძეს ორი თვით ადრე შესწყვეტოდა უფლებამოსილება და გადასულიყო კანადაში და ბაქრაძე დანიშნულიყო გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად. ეს წარდგინება შევიდა მთავრობის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან პრეზიდენტთან და ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, სარჩელი შეეხება თანამდებობის ორ პირს, დავით ბაქრაძეს გაერო-ში, კახა იმნაძეს – კანადაში. ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

Finishing my Ambassadorial tenure at #UN I feel humbled to see such warmth coming from my dear colleagues, many of whom have become my close personal friends. Appreciation coming from the peers is the greatest honor of all. Thank you #IAPR for hosting a farewell event for me. pic.twitter.com/4k5hUer1uC
— Kaha Imnadze (კახა იმნაძე) (@kahaimnadze) July 9, 2022