spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს”

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის თბილისის მერს კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.

"აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ  მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი- იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.

დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. 

კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს", – აცხადებენ მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები