მინდა გთხოვოთ, ჩემს ფინანსებზე არ ინერვიულოთ, – ასე უპასუხა კახა კალაძემ მედიის კითხვას, ხომ არ უკავშირდება უცხოურ ანგარიშებზე არსებული თანხის გასხვისება მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებს.
მისი თქმით, იქნება თუ არა თავად 60 დასანქცირებულ პოლიტიკოსს შორის, ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
“თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ჩემს ფინანსებზე ნუ ინერვიულებთ. რეალობა სახეზეა, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოურ ბანკებს – გაძარცვეს. ადამიანმა, რომელმაც ყველანაირი სასამართლო მოიგო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ხომ გვითხრეს, რომ 60 ადამიანი დასანქცირდაო, პირადად არ უთქვამთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.