spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დანიის ელჩის ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, სადაც მან პარტია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, არის სიბინძურე. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ივანიშვილს რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და ის თავის საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.

 

“ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, დედაქალაქის მერმა ზოგიერთ ევროპარლამენტარზეც ისაუბრა, რომლებიც ასევე, მსგავს განცხადებებს აკეთებენ და აღნიშნა, რომ მათ საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან.

 

“ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული. იმ „რუსული კანონით“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ჩვენ ვნახეთ, თურმე რა რეზოლუციების მიღებაა შესაძლებელი, თუ ფულს იხდი. თუ იხდი, შეგიძლია ყველაფერი აკადრებინო თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს, ვინც ასეთ უხამს და უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ, მართლაც სამარცხვინოები არიან. მათ საქართველოსთან არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამას ემსახურებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები