spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

“გილოცავთ, გილოცავთ, ამ საოცარ წარმატებას! გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.

მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს! მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა!

დიახ, გამარჯვება ჩვენია! სულ გამარჯვებები, საქართველო!“, – წერს კალაძე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები