spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთობა ნორმალური გვაქვს

კიევი: საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისი გუნდის ნაწილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს და სწორედ უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, მათ სიკეთე უნდათ თუ არა უკრაინისთვის. 

ამის შესახებ უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიზნით კიევში მყოფმა კალაძემ FrontNews-ს განუცხადა, რომელმაც საქართველოს ვიცე-პრემიერი ექსკლუზიურად ჩაწერა. 

“როგორც ვიცი, სააკაშვილმა და მისი გუნდის ნაწილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 2012 წელს ქართველმა ხალხმა ისინი პოლიტიკურ სასაფლაოზე გაუშვა, ამიტომ ჩემთვის არაა საინტერესო თუ რითი არიან დაკავებული ისინი. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ვთვლი, რომ უკრაინელი ხალხი ჭკვიანია და სწორედ უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს მათ სიკეთე უნდათ თუ არა უკრაინისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მის მიერ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას, კალაძე აცხადებს, რომ საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

“ამაზე საუბარი ნაადრევია, არჩევნები ოქტომბერში იქნება. ვნახოთ, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება ყველასთვის ცნობილი იქნება, როდესაც დრო მოვა” , – აღნიშნა კალაძემ.

FrontNews-ი ვიცე-პრემიერის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ამჟამინდელი ურთიერთობითაც დაინტერესდა.

“ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, იგი არ არის პოლიტიკაში, მაგრამ ურთიერთობა ნორმალური გვაქვს”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა. 

რაც შეეხება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილელებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიებს და იმას, შეიძლება, თუ არა, რომ ამ საკითხს საყოველთაო მღელვარება მოყვეს, კალაძე ფიქრობს, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება.

“არა, მე ვფიქრობ, არავითარი პრობლემა არ იქნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენს დეპუტატებთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ახლა რეგიონებში აცნობს მოქალაქეებს დაგეგმილ ცვლილებებს და ვფიქრობთ, რომ არავითარი პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსალოდნელი არ არის”, – განაცხადა კალაძემ.

დღეს, კიევში, უკრაინისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს.

ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, მეგობრული და აქტიური სპორტული ურთიერთობის აღსანიშნავი შეხვედრა, ეროვნული ნაკრებების ლეგენდებს შორის, კიევის დროით, 19:00 საათზე დაიწყო. მატჩი ანგარიშით 1:0, უკრაინის სასარგებლოდ დასრულდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები