spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – მე თავად ვუკეთებ იდენტიფიცირებას ყველაფერს, ვაგროვებ და ვინახავ, რათა ისტორიას დარჩეს

თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია – მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ძალადობის ყველა შემთხვევა დასაგმობია.

 

“არ მაქვს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამიტომ გამიჭირდება დაზუსტება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები და შეურაცხყოფები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, როდესაც ნომრები იქნა გაჟღერებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, კალაძე პასუხობს: “მე თავად ვუკეთებ იდენტიფიცირებას ყველაფერს, ვაგროვებ და ვინახავ, რათა ისტორიას დარჩეს. არ ინერვიულოთ, საკუთარ თავს და ოჯახს თვითონ მივხედავ როგორმე“.

 

ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქეებმა მსგავსი ფაქტების შემთხვევაში შესაბამის უწყებას უნდა მიმართონ, რასაც რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები