spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – მე ვფიქრობ, რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის. 

 

ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს ამას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა.

 

“მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები, არანირი პრობლემა არ არის. ერთი რამ რაც უცვლელია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად“, – განაცხადა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები