spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არავის აქვს უფლება ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს და ზეიმს.

“ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები დედაქალაქში. ვპირდებით თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს. არავის აქვს უფლება ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს და ზეიმს.

რაც შეეხება მცდელობას, ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის შესაძლებლობა, აუკრძალონ მცირე მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა, მუსიკოსებს კონცერტების გამართვა და საერთოდაც გააუქმონ ახალი წელი,  მინდა ვუთხრა მათ – ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები