spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – პარლამენტი შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს 

პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის მომდევნო კვირაში ჩანიშვნის შესახებ.

“პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება და ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. დამტკიცდება მთავრობა. ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მცდელობისა. ამ მცდელობებით კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მიხარია, რომ საზოგადოება უფრო და უფრო რწმუნდება იმაში, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას.

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გააკეთებს განცხადებას, წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას,  ეს პირდაპირ ირაკლი კობახიძის პრეროგატივაა  და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები