spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახა კალაძე – პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობენ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ლობისტური კომპანიების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

“ნახეთ, თავიდან ბოლომდე სააკაშვილის ქეისი რომ ავიღოთ, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, ეს თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ. მეგობრების ხელით. დაგეგმილი იყო, რადგან მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ. ჩაუვარდათ, რადგან ჩვენმა შესაბამისმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე.

 

დააკვირდით, პირველივე დღიდან, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაკავება, მაშინვე ჩაერთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს შესაბამისი რამ, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ტყუილია. ერთადერთი, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობენ, პირველ რიგში, ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია. ეს არის რეალობა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები