spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – ყველას გელოდებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ნაკრების თამაშს დიდ ეკრანებზე ვუყურებთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრის ნახვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის სტადიონზე ყურებას მაყურებელი 20:00 საათიდან შეძლებს.

 

“მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს ნაკრების თამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ყველას სურს იმ სიხარულის გაზიარება, რაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გვაჩუქა. ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ეს ვერ მოახერხა და ეროვნულ ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაკრების ყველა თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვაჩვენოთ. სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ხვალ, 20:00 საათზე, გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, მატჩს დიდ ეკრანებზე უყუროს. დასწრება უფასოა და ყველას გეპატიჟებით. გპირდებით, საგულშემატკივროდ სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ეროვნულ ნაკრებს დაგეგმილ მატჩებში წარმატებები უსურვა.

 

“ხვალ, ჩვენს ბიჭებს აქვთ პირველი თამაში თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. თავადაც არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ მათთვის მთავარი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ არის და მნიშვნელოვანია, თამაშების წარმატებით ჩატარება“, – განაცხადა კალაძემ. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები