spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – ყველაზე დიდი პრობლემებია გლდანის რაიონში

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. კონკრეტულად ყველაზე დიდი პრობლემებია გლდანის რაიონში, ასევე არის  კონკრეტული ქუჩები, სადაც ხეები დაზიანდა. დაიტბორა ტერიტორიები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

 

“მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ცოტა მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რას აკეთებს მერია, რა სამუშაოები ტარდება, რა ვითარებაა. 

 

ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაცია. 

 

დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, არსებობს ცხელი ხაზი და ყველა ადამიანს, ვისაც გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. სამაშველო სამსახური მობილიზებულია, გვეხმარებიან. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები