spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახა კალაძე – რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განხორციელებული რეფორმებით ყველანაირად იმსახურებს კანდიდატისსტატუსს, კონკრეტული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს“, -ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.

 

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური გეგმების და წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.

 

“არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან საქართველო იყო ყველაფერში მოწინავე კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით. თუმცა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები