spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახა კალაძე – რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია

თბილისის მერის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი, რადგან არც ერთ მათგანს ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ლიდერობასთან დაკავშირებით უთანხმოებაა.

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია. ეს არის რეალობა, თუ რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ე.წ. ლიდერი. ლიდერი ნიშნავს იმას, რომ შენ გქონდეს ხალხის მხარდაჭერა, სარგებლობდე დიდი ავტორიტეტით საზოგადოებაში, შენს მიმართ ჰქონდეთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუნდაც სიყვარული. ოპოზიციას ვხედავთ – ავიღოთ მათი ნებისმიერი წარმომადგენელი, ვინ სარგებლობს იმ ყველაფრით, რაც ჩამოვთვალე? არ არსებობს ბუნებაში. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გარედან რას ეტყვიან და ვის დააყენებენ ამ რადიკალური დაჯგუფების ე.წ. ლიდერად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები