თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
მისი თქმით, რუსეთიდან ფრენები ცალმხრივად იყო შეზღუდული, საქართველო სანქცირებული იყო.
“თქვენ იცით, რომ ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები დახმარება ადამიანებს მიმოსვლაში“, – განაცხადა კალაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე შეძლებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.