spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო ამ პრეზენტაციაში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს რუკა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში იყო გამოტანილი, ვიდეოკამერამ სრულყოფილად ვერ აღიქვა.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა, ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული.

“რეალურად ეს იმის მანიშნებელია, რომ არაფერი დარჩენიათ. ჯერ იყო და არჩევნების შემდეგ იზეიმეს, საბოლოოდ რომ გაირკვა, რომ მათ წააგეს არჩევნები, გადავიდნენ სიცრუის და სიბინძურის კამპანიაზე, თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა, თუმცა, როგორ და რანაირად, ამაზე არავინ საუბრობს. დღევანდელი ფაქტიც მოწმობს, რომ მათ არანაირი რესურსი და მტკიცებულება არ გააჩნიათ.

ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო ამ პრეზენტაციაში, რომელიც, სხვათა შორის, ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული. იქ ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა და გამოყოფილი იყო ის ტერიტორიები, სადაც არჩევნები ჩატარდა. იცით, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია და სხვათა შორის, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია ის, რაც ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს. ამ ადამიანებს უბრალოდ უფლება არ აქვთ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები, იმიტომ, რომ პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ მოღალატეობრივ ქმედებებში, რის შედეგადაც ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები