spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – ისინი არიან თაღლითები, რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს

“ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია“, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკელი სენატორების კრიტიკის საპასუხოდ.

ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლებს.

“მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს. ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. აბსოლუტურად მშვიდად, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააცნოს თავისი ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ცალკე თემაა რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს სათქმელი გარდა სიცრუისა.  რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სენატორმა რიშმა სენატში მოსმენისას განაცხადა, რომ “ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე”.

“თქვენ მე მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით, რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ერთ თვეში და ვნახავთ ამ არჩევნების შედეგებით და ამას დაგვიდასტურებს ის დელეგაციები, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ არჩევნებს და იქ უკვე გრძელვადიანი დელეგაციები ჩასულები არიან. თუ რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, მათ ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. დაგაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის”, – განაცხადა სენატორმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები